ანჩელოტი: "მიყვარს აქ ყოფნა და იმედი მაქვს, ეს მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება"
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბში ყოფნის შესახებ გულწრფელი კომენტარი გააკეთა...

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მაღალი წნეხისა და რთული სეზონისა, ის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავს ბედნიერად გრძნობს და იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
„მიყვარს აქ ყოფნა. იმედი მაქვს, ეს მაქსიმალურად დიდხანს გაგრძელდება. სეზონის დასრულებას ვუახლოვდებით და წნეხი დიდია, მაგრამ კლუბისგან მხარდაჭერა არ მაკლია“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, ესპანური პრესა ანჩელოტის მთავარ შემცვლელად ბაიერ ლევერკუზენის მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს ასახელებს.
What's Your Reaction?






