აპრილში საქართველოში ინფლაციამ 3.4% შეადგინა
2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული […]


2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11%), პური და პურპროდუქტები (8.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8%), თევზეული (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (5.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.3%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5%), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9%) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6%) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1%-ით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20%), დაზღვევა (8.7%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (3.2%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.
What's Your Reaction?






