“არ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა” – პედაგოგს, ნინო დათაშვილს 7 წლით პატიმრობა ემუქრება

“არავინ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა ჩემთვის და ჩემს მაგივრად. ჩემი დაკავება მოხდა 20 ივნისს, პროტესტის დემორალიზებისთვის, გთხოვთ, ნაკლები აჟიოტაჟი, მეტი პროტესტი, დღეს ყველანი რუსთაველზე. მოძებნეთ საბჭოთა საქართველოს დროს დაპატიმრებული და რეპრესირებული მასწავლებლები და სხვები და გააზიარეთ”  –  წერილს იზოლატორიდან ნინო დათაშვილი თანამოაზრეებს უგზავნის. პროევროპული აქციების მონაწილე მასწავლებელს 7 წლიანი მუხლით ასამართლებენ. ნინო დათაშვილს ხელბორკილი დღეს […] The post “არ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა” – პედაგოგს, ნინო დათაშვილს 7 წლით პატიმრობა ემუქრება appeared first on .

ივნ. 20, 2025 - 20:57
 0
“არ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა” – პედაგოგს, ნინო დათაშვილს 7 წლით პატიმრობა ემუქრება

“არავინ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა ჩემთვის და ჩემს მაგივრად. ჩემი დაკავება მოხდა 20 ივნისს, პროტესტის დემორალიზებისთვის, გთხოვთ, ნაკლები აჟიოტაჟი, მეტი პროტესტი, დღეს ყველანი რუსთაველზე. მოძებნეთ საბჭოთა საქართველოს დროს დაპატიმრებული და რეპრესირებული მასწავლებლები და სხვები და გააზიარეთ”  –  წერილს იზოლატორიდან ნინო დათაშვილი თანამოაზრეებს უგზავნის. პროევროპული აქციების მონაწილე მასწავლებელს 7 წლიანი მუხლით ასამართლებენ. ნინო დათაშვილს ხელბორკილი დღეს მოულოდნელად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დაადეს. მასწავლებელი ანტიკორუფციულ ბიუროსთან საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც პოლიცილებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ განყოფილებაში უნდა გაჰყოლოდა.

მასწავლებელს, რომელიც სასამართლოს დერეფანში თავად გახდა ძაალადობის მსხვერპლი, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მანდატურზე ძალადობისთვის აკავებდნენ. საქმე შსს-მ დათაშვილს 9 ივნისს აღუძრა. საქმე ეხება სინდისის პატიმრების პროცესის მიმდინარეობას, რა დროსაც მასწავლებელი პროცესზე შესვლას ცდილობდა, სასამართლოს მანდატურმა კი ის დერეფნიდან ეზოში თრევით გაიყვანა.

ნინო დათაშვილის დაკავების შესახებ განჩინება მოსამართლემ ისე გამოცა, რომ ქალი გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. დააკავეს და ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისგან ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდნენ, ამბობენ, რომ დაინახეს დათაშვილი როგორ იცავდა თავს ძალადობისგან.

 

The post “არ გაბედოთ ნერვიულობა, გააგრძელეთ ბრძოლა” – პედაგოგს, ნინო დათაშვილს 7 წლით პატიმრობა ემუქრება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow