“არ გამორიცხავენ, რომ "ლავასოღლის" ხალხი იყოს, მისი გავლენები აჭარაში არ შესუსტებულა" - რას ჰყვებიან მოკლულის ახლობლები
3 ივნისს, ღამით ხელვაჩაურში 32 წლის ბიზნესმენი ბესო ბოლქვაძე მოკლეს - სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს."ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში 4 ივნისის დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა.ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ღამღამობით იგი მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი რომ არავის დაეზიანებინა.შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.AMBEBI.GE-ს ბესო ბოლქვაძის ახლობელი უდასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დანაშაულში ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობაზე:"ბესოს აჭარისწყალზე ბიზნესი ჰქონდა, ნავებს აქირავებდა ტურისტებისთვის. დღედაღამ შრომობდა, კოხტად მოაწყო ნავმისადგომი, დაიწყო კატერის გაქირავება, ღამეებს ათენებდა, 24/7-ზე მუშაობდა ... პატიოსნად შრომობდა ეს ყოვლად უბოროტო და უკეთილესი ბიჭი. ვიღაცას თვალში მოუვიდა ბესოს ბიზნესი, მისი წვალებით და შრომით მოპოვებულს სთხოვდნენ ვიღაც ოხერ-ტიალები. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიადგნენ თურმე ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები და მოსთხოვეს, რომ ეს ნავსადგომი მათთვის დაეთმო და საკუთარი კატერის გაქირავებიდან მიღებული ფულიც გაეყო. ბესოს ისინი უარით გაუსტუმრებია. სწორედ ამ უარს ვუკავშირებთ იმას, რომ ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს ბიჭი და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მანქანიანად წყალში გადააგდეს. მანქანა ნახევრად ჩაიძირა, დიდ ქვას წამოსდებია, თორემ ვერავინ ვერაფერსაც ვერ გაიგებდა. ისიც ოჯახის ახლობლებმა იპოვეს.ბესო სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან აქირავებდა კატერებს, აჭარისწყალთან. იქ ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია... ბესო ძალიან კარგი ბიჭი იყო, ღამით ამოდიოდა ხოლმე კატერების სანახავად, ყურადღებას აქცევდა, ღამეს ათენებდა, რომ არავის დაეზიანებინა. არემარეზე დაუსახლებელი ტერიტორიაა, თან ღამით მოხდა ეს ამბავი და ვინ ნახავდა? ბესოს გარდა ჯერ არავინ იცის, რა მოხდა, ვინ იყვნენ ის ნაძირლები. იმედია, ამას გამოძიება მაინც დაადგენს. არ გამორიცხავენ, რომ ეს ადამიანები "ლავასოღლის" ხალხი იყოს, როგორც ჩანს, მისი გავლენები აჭარაში, საუბედუროდ, არ შესუსტებულა".წყარო: ambebi.ge

"ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში 4 ივნისის დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ღამღამობით იგი მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი რომ არავის დაეზიანებინა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
AMBEBI.GE-ს ბესო ბოლქვაძის ახლობელი უდასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დანაშაულში ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობაზე:
"ბესოს აჭარისწყალზე ბიზნესი ჰქონდა, ნავებს აქირავებდა ტურისტებისთვის. დღედაღამ შრომობდა, კოხტად მოაწყო ნავმისადგომი, დაიწყო კატერის გაქირავება, ღამეებს ათენებდა, 24/7-ზე მუშაობდა ... პატიოსნად შრომობდა ეს ყოვლად უბოროტო და უკეთილესი ბიჭი.
ვიღაცას თვალში მოუვიდა ბესოს ბიზნესი, მისი წვალებით და შრომით მოპოვებულს სთხოვდნენ ვიღაც ოხერ-ტიალები. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიადგნენ თურმე ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები და მოსთხოვეს, რომ ეს ნავსადგომი მათთვის დაეთმო და საკუთარი კატერის გაქირავებიდან მიღებული ფულიც გაეყო. ბესოს ისინი უარით გაუსტუმრებია. სწორედ ამ უარს ვუკავშირებთ იმას, რომ ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს ბიჭი და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მანქანიანად წყალში გადააგდეს. მანქანა ნახევრად ჩაიძირა, დიდ ქვას წამოსდებია, თორემ ვერავინ ვერაფერსაც ვერ გაიგებდა. ისიც ოჯახის ახლობლებმა იპოვეს.
ბესო სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან აქირავებდა კატერებს, აჭარისწყალთან. იქ ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია... ბესო ძალიან კარგი ბიჭი იყო, ღამით ამოდიოდა ხოლმე კატერების სანახავად, ყურადღებას აქცევდა, ღამეს ათენებდა, რომ არავის დაეზიანებინა.
არემარეზე დაუსახლებელი ტერიტორიაა, თან ღამით მოხდა ეს ამბავი და ვინ ნახავდა? ბესოს გარდა ჯერ არავინ იცის, რა მოხდა, ვინ იყვნენ ის ნაძირლები. იმედია, ამას გამოძიება მაინც დაადგენს. არ გამორიცხავენ, რომ ეს ადამიანები "ლავასოღლის" ხალხი იყოს, როგორც ჩანს, მისი გავლენები აჭარაში, საუბედუროდ, არ შესუსტებულა".
წყარო: ambebi.ge
What's Your Reaction?






