"არ დავმალავ, ის რაც გურამმა გამიკეთა.." - რა თქვა ტასოევმა თუშიშვილზე ფინალის შემდეგ

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ოსი ინალ ტასოევი გახლდათ

ივნ. 20, 2025 - 12:27
 0
"არ დავმალავ, ის რაც გურამმა გამიკეთა.." - რა თქვა ტასოევმა თუშიშვილზე ფინალის შემდეგ
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ოსი ინალ ტასოევი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ თუშიშვილმა შეხვედრა შესანიშნავი გდებით დაიწყო, საბოლოოდ გამარჯვება მაინც ტასოევმა მოიპოვა, რომელმაც გურამის მიმართ პატივისცემა არ დამალა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

არ დავმალავ, დიდი ხანია ძირს არავის გავუგორებივარ. შესაბამისად, პირველი წამები, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, როგორ შეფასდებოდა ჩემი დაცემა. მოგვიანებით უკვე თავი ხელში ავიყვანე და შევძელი, ყოველგვარი პანიკის გარეშე მეჩვენებინა საკუთარი ჭიდაობა.

აღვნიშნავ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ გურამს, მის მწვრთნელს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვართ და თან, შესაფერისი.

- თქვა ინალ ტასოევმა რუსულ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა გუნდმა ბუდაპეშტში 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow