“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
პროევროპულ აქციებზე, სპეცრაზმის მიერ სასტიკად დაშავებული ალექსი თირქია, ალბათ, ყველას გვახსოვს. 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას 21 წლის ალექსის, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული გაარტყეს, იგი 19 დეკემბერს გაწერეს კლინიკიდან. მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ალექსი თირქია, სოციალურ ქსელში ვიდეოს […] The post “არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია appeared first on .

პროევროპულ აქციებზე, სპეცრაზმის მიერ სასტიკად დაშავებული ალექსი თირქია, ალბათ, ყველას გვახსოვს. 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას 21 წლის ალექსის, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული გაარტყეს, იგი 19 დეკემბერს გაწერეს კლინიკიდან. მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა.
ალექსი თირქია, სოციალურ ქსელში ვიდეოს და იმ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც არასოდეს გამოუქვეყნებია და წერს:
მინდა ეს ჩანაწერი გამოვასაჯარავო, რადგან ხალხის უმეტესობას ეს სიუჟეტი ნანახი არ ექნება.პირველი არხი ( სიუჟეტში ჩასმული აქვთ სხვა დაზარალებულის ფოტო, რადგან ხალხი სავარაუდოდ დაარწმუნონ რო ვიზუალურად მსგავსი დაზიანებები არ აღმენიშნება რაც რეალურად მაქვს) ამ სიუჟეტის შესახებ თავადაც წუხელ შევიტყვე და არ მინდოდა ესე უბრალოდ გამეტარებინა. ნათელია რომ ეს ტელევიზია ცდილობს ლაითად გამოიყვანოს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ გაჩვენებთ რეალურ ფოტოებსაც.
გამოიყვანოს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ გაჩვენებთ რეალურ ფოტოებსაც.
რეალური ფოტოებიარ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი დამედო!
იგი ასევე ეხმაურება მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს და ირაკლი დგებუაძის ჩვენებას, რომ მზია ამაღლობელის თითები რომ შეეხო სახეზე, თურმე, დაუწითლდა და ეტკინა:
დგებუაძეს ლოყა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი აქციაზე დაზარალებული ხალხის მდგომარეობა! რომლებიც დღემდე რეაბილიტაციას გავდივართ, ვმკურნალობთ, პირადად მე მიწევს თვალის მხედველობის ოპერაცია, შუბლის იმპლანტაცია და სამწვერა ნერვის აღდგენა ! (სამართალს ვერსად ვხედავ )

The post “არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია appeared first on .
What's Your Reaction?






