“არავითარ შემთხვევაში აღარ მივიღებ დედას, დაბლოკილი მყავს “ფეისბუქზე“…“ – რას ჰყვება თამუნა მუსერიძე
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი “ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება. ამჯერად იგი გადაცემის „მარტოობის 15 წუთი“ სტუმარი იყო, სადაც ბიოლოგიურ დედაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას აღარასდროს მიიღებს:“მე რომ ვყოფილიყავი მოპარული ბავშვი, იქნებოდა ურთულესი. გაშვილებულ ბავშვებს რატომღაც ურჩევნიათ იყვნენ მოპარულები, რომ ვიწყებთ ძიებას ამბობენ, იქნებ დედას ვუნდოდი, ყველას იმედი აქვს და ჩემთვის პირიქით, შვება იყო, როცა გავიგე დატოვებული ვიყავი. ჩემ თავთან დავადასტურე, გავარკვიე, რომ ჩემს ამყვან მშობლებს ბრალი არ აქვთ ამ უდიდეს ცოდვაში, ჩემთვის ეს იყო უდიდესი შვება. ჩემი მშობლები ორივე გარდაცვლილები არიან და ვერასდროს მივიღებდი მათგან პასუხს იცოდნენ თუ არა, რომ ვიყავი მოპარული. ეს გამიმარტივდა. მაშინ სხვა დრო იყო, უქმროდ ბავშვს ვერ აჩენდი, მშობლებისგან იყო ზეწოლა და გიწევდა ბავშვის დატოვება, ამის გააზრება უფრო მარტივი იყო ჩემთვის. არავითარ შემთხვევაში აღარ მივიღებ დედას, დაბლოკილი მყავს “ფეისბუკზე“. იმდენად ცუდი გასააზრებელი იყო, რომ მან გამომაგდო, რომ დავბლოკე“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

“მე რომ ვყოფილიყავი მოპარული ბავშვი, იქნებოდა ურთულესი. გაშვილებულ ბავშვებს რატომღაც ურჩევნიათ იყვნენ მოპარულები, რომ ვიწყებთ ძიებას ამბობენ, იქნებ დედას ვუნდოდი, ყველას იმედი აქვს და ჩემთვის პირიქით, შვება იყო, როცა გავიგე დატოვებული ვიყავი. ჩემ თავთან დავადასტურე, გავარკვიე, რომ ჩემს ამყვან მშობლებს ბრალი არ აქვთ ამ უდიდეს ცოდვაში, ჩემთვის ეს იყო უდიდესი შვება.
ჩემი მშობლები ორივე გარდაცვლილები არიან და ვერასდროს მივიღებდი მათგან პასუხს იცოდნენ თუ არა, რომ ვიყავი მოპარული. ეს გამიმარტივდა. მაშინ სხვა დრო იყო, უქმროდ ბავშვს ვერ აჩენდი, მშობლებისგან იყო ზეწოლა და გიწევდა ბავშვის დატოვება, ამის გააზრება უფრო მარტივი იყო ჩემთვის. არავითარ შემთხვევაში აღარ მივიღებ დედას, დაბლოკილი მყავს “ფეისბუკზე“. იმდენად ცუდი გასააზრებელი იყო, რომ მან გამომაგდო, რომ დავბლოკე“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.
What's Your Reaction?






