არარეზიდენტები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 219 ლარს, რეზიდენტები კი 98 ლარს ხარჯავენ – „თიბისი კაპიტალი“
არარეზიდენტები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 219 ლარს, რეზიდენტები კი 98 ლარს ხარჯავენ – „თიბისი კაპიტალი“ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი დადებითია, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ პუბლიკაციაში „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტში ამ კატეგორიაში მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს. საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 106 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არარეზიდენტები […]


არარეზიდენტები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 219 ლარს, რეზიდენტები კი 98 ლარს ხარჯავენ – „თიბისი კაპიტალი“
ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი დადებითია, – ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ პუბლიკაციაში „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მარტში ამ კატეგორიაში მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს. საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 106 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არარეზიდენტები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 219 ლარს, რეზიდენტები კი 98 ლარს ხარჯავენ.
„2025 წლის მარტში, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 51%-იანი, ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია“, – წერია პუბლიკაციაში.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის მარტში.
What's Your Reaction?






