“არასოდეს მინახავს ასეთი ძლიერი19 წლის ბიჭი… საბას კიდევ ერთი სუპერძალა აქვს…” – ანაკო ტურაშვილი
საბა მთელი პროცესის განმავლობაში იღიმოდა, ჩვეული მოუსვენრობით ხელებით რაღაცეებს გვანიშნებდა. ხათრის გამო ძალიან ვცდილობდით უკანაც ღიმილი დაგვებრუნებინა, მაგრამ სინამდვილეში მთელი დარბაზი ვტიროდით, განსაკუთრებით მისი სიტყვის შემდეგ. თვალებში რომ შემომხედავდა ამ ძალდატანებულ ღიმილს ვახვედრებდი, მაგრამ ძალიან სუსტი აღმოვჩნდი ამ უსამართლობასთან, იქვე მცხვენოდა და მშურდა საბას სიძლიერის. ზუსტად იმ წამს, როცა მოსამართლემ თქვა “საბა ჯიქია დამნაშავედ იქნეს […]


საბა მთელი პროცესის განმავლობაში იღიმოდა, ჩვეული მოუსვენრობით ხელებით რაღაცეებს გვანიშნებდა.
ხათრის გამო ძალიან ვცდილობდით უკანაც ღიმილი დაგვებრუნებინა, მაგრამ სინამდვილეში მთელი დარბაზი ვტიროდით, განსაკუთრებით მისი სიტყვის შემდეგ. თვალებში რომ შემომხედავდა ამ ძალდატანებულ ღიმილს ვახვედრებდი, მაგრამ ძალიან სუსტი აღმოვჩნდი ამ უსამართლობასთან, იქვე მცხვენოდა და მშურდა საბას სიძლიერის. ზუსტად იმ წამს, როცა მოსამართლემ თქვა “საბა ჯიქია დამნაშავედ იქნეს ცნობილი … 4 წელი და 6 თვე” , სახეს ხელებით ვიჭერდი, რომ თვალები გამეხილა და საბასთვის შემეხედა, თვალებში იმდენი წყალი მქონდა ძლივს დავინახე, როგორ შემომხედა და თითი თვალებთან მიიტანა და მანიშნა ნუ ტირიხარო და გამიღიმა. არასოდეს მინახავს ასეთი ძლიერი ადამიანი, 19 წლის ბიჭი .. იქიდან ისევე გამოვედით, როგორც საბას უსაყვარლესი დედიკო, წყნარად, მდუმარედ და საკუთარ ცრემლებში ჩუმად ჩახრჩობილები. ძალიან კარგად იცის როგორი ოქროს ბიჭიც გაზარდა. საქართველოს გული ხარ, საბა. შენნაირი საქართველო გვინდა, ზუსტად შენნაირი მომავალი თაობა. საბას ყველა სხვა გასაოცარ უნართან ერთად, კიდევ ერთი სუპერძალა აქვს: უმოკლეს დროში ისე შეგაყვარებთ თავს, იფიქრებთ რომ მთელი ცხოვრებაა იცნობთ და თქვენი ოჯახის წევრია. დღეს თავადაც თქვა რომ ახალი ოჯახი შეიძინა ამ ბრძოლაში. მიხარია რომ მისი მეგობარი მქვია. დღეს ზუსტად ასეთი შავი ზედა ეცვა და ზუსტად ასე იღიმოდა, როგორც ამ ფოტოზე. “შინაგანი შიში მაინც მაწუხებს მე მეშინია დამარცხების რადგან არ მინდა მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გამკიცხონ. არ მინდა ჩემი თაობა უსამართლობაში გაიზარდონ. ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება მიწევს.. მაგრამ ახალი ოჯახი შევიძინე… გავიცანი ბიჭები… გავიგე თავისუფლების ფასი და რაც მთავარია შვილიშვილებისთვის მაგარი ისტორია მექნება მოსაყოლი.. მადლობა რომ მომეცით საშუალება სამშობლოსთვის დამემტკიცებინა სიყვარული და მებრძოლა იდეისთვის” ამათი ამ სიძლიერი გამო, არანაირი სისუსტის გამოჩენის უფლება არ გვაქვს! ბოლომდე!
What's Your Reaction?






