არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი – 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს.   არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.   სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აპრ. 26, 2025 - 10:56
 0
არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი – 1981 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1955 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს.

 

არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

 

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow