არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არასრუწლოვანები დააკავეს

10 წლამდე პატიმრობა ემუქრება 9 პირს, რომლებიც არასრუწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის, სულ მცირე, ექვსი არასრუწლოვანია. დაკავებულთაგან ყველაზე პატარა 14 წლისაა, ყველაზე დიდი კი – 30 წლის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, […]

ივლ. 8, 2025 - 11:57
 0
არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არასრუწლოვანები დააკავეს

10 წლამდე პატიმრობა ემუქრება 9 პირს, რომლებიც არასრუწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის, სულ მცირე, ექვსი არასრუწლოვანია. დაკავებულთაგან ყველაზე პატარა 14 წლისაა, ყველაზე დიდი კი – 30 წლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ“, – აცხადებენ -ში.
„მათ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს“, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, „მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს“.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია (ჯგუფურად არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის) მუხლით.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow