“არქი ჯგუფმა” თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია შეიძინა – სულ 217,288 მ²

კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა. ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს – „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; […]

აპრ. 30, 2025 - 18:27
 0
“არქი ჯგუფმა” თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია შეიძინა – სულ 217,288 მ²

კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა.
ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს – „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; ადგილზე $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სწორედ “ვილსონ გარდენი” გეგმავდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ადგილს “ლიბერთი ბანკის” აქციონერი ირაკლი რუხაძეც იკავებდა; თუმცა როგორც ირკვევა, ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” ქონება “სგან” გამოისყიდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდშიც, როცა ტერიტორია წილოსანების ოჯახის კომპანიებს ეკუთვნოდა, აქტივები “საქართველოს ბანკის” სასარგებლოდ, გირავნობით იყო დატვირთული; შემდეგ კი, ის ბანკის საკუთრებაში გადავიდა, რომლისგანაც ის ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” შეიძინა.
კომპანია “ვილსონ გარდენის” დირექტორმა გიორგი ტაბიძემ BMG-ის განუცხადა, რომ გარიგება ბანკსა და “არქი ჯგუფს” შორის განხორციელდა და შესაბამისად, ისინი მასზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ამასთან, გიორგი ტაბიძე აღნიშნავს, რომ “არქი ჯგუფი” ქვეყნის უმსხვილესი დეველოპერია და მას აქვს ყველანაირი წინაპირობა, რათა პროექტი წარმატებით განახორციელოს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება ამჟამად “საქართველოს ბანკის” $100-მილიონიანი იპოთეკით არის დატვირთული.
აღნიშნული ტერიტორიის ურბანული განვითარების შესახებ თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში მიიღო. აღნიშნულ პერიოდში პროექტი “ვილსონ გარდენს” ეკუთვნოდა და ის ადგილზე 51 ნაგებობის მშენებლობას გეგმავდა, რომელთა საერთო ფართობიც 445,904 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო.
ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის განვითარების გეგმა ასეთი იყო:

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow