“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე
სააგენტო "პარალელი" “აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, თენგო თევზაძე და კონკრეტულ ჩამონათვალს აკეთებს: “ბოლო დროს, ზოგიერთი ოპოზიციური არხიდან მესმის შეკითხვა: “რა გააკეთეთ აქამდე ახლა არჩევნებში შესვლას რომ აღარ აპირებთ?“ ოპოზიციამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, მშვიდობიანად, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმის მაქსიმუმი: 1. ფაქტიურად, არაღიარებული და არალეგიტიმურია ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. 2. კობახიძე ჯერ […] “აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე
ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, თენგო თევზაძე და კონკრეტულ ჩამონათვალს აკეთებს:
“ბოლო დროს, ზოგიერთი ოპოზიციური არხიდან მესმის შეკითხვა:
“რა გააკეთეთ აქამდე ახლა არჩევნებში შესვლას რომ აღარ აპირებთ?“
ოპოზიციამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, მშვიდობიანად, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმის მაქსიმუმი:
1. ფაქტიურად, არაღიარებული და არალეგიტიმურია ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.
2. კობახიძე ჯერ იხვეწებოდა (შოთამ მაინც გვაღიაროსო) ახლა იმუქრება – თუ არ გვაღიარებთ ყველას დაგიჭერთო, 7 – პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, 1 გაქცეული.
3. პარლამენტი იქცა ცირკად, საპარლამენტო საქმიანობის სიმულაციას ვხედავთ. უმაქნისები და მლიქვნელები.
4. რუსთაველი აგრძელებს დაუმორჩილებლობას, ახლა რუსთაველზე მყოფ ადამიანებს დაჭერებით და ჯარიმებით ემუქრებიან. პოლიტიკოსებთან ერთად რუსთაველზე მდგომი ხალხი დაუმორჩილებლობის მაგალითს აჩვენებს.
5. სანქციებმა, პროტესტმა და წინააღმდეგობამ ბიძინა აიძულა მისი ვიწრო გარემოცვა მოეშორებინა და ერთ (აგრესიულ, არაქართული მენტალობის) გუნდს ჩამოჰკიდებოდა.
ეს ყველაფერი მშვიდობიანად შევძელით (ჩვენ ვიქცევით მშვიდობიანად თორემ “ქართული ოცნება” აგრძელებს ძალადობას).
აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება.
თავისუფლება ეს არის იმის თქმის უფლება, რომ ორჯერ ორი ოთხია. დიდება თავისუფლებას!” – წერს თენგო თევზაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე
პარალელი
What's Your Reaction?






