აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა. მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.

ივნ. 11, 2025 - 15:27
 0
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა.

მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow