აფხაზური ოპოზიცია რუსი ჩინოვნიკის განცხადებებს საინვესტიციო შეთანხმებაზე „ნაჩქარევს“ უწოდებს
„რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ“ ინვესტორების უფლებები და კაპიტალი უნდა დაიცვას. მხარეები მოძებნიან მათი დაცვის აუცილებელ ფორმებს. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს". „ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია დაცული უნდა იყოს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან შეთანხმება ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებების დაცვის შესახებ. ამის, ასევე ცალკეულ პროექტებზე ორმხრივი სამთავრობათაშორისო...

What's Your Reaction?






