აქტივისტ უჩა ქემაშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
აქტივისტ უჩა ქემაშვილს მოსამართლე დავით თეთრაულმა ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ქემაშვილი პოლიციამ 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციიდან დის სახლისკენ მიმავალ გზაზე, ვარკეთილში, კორპუსთან დააკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას. მუხლი ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას. „ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია ზემოთ, რუს ოლიგარქთან. სასამართლო...

What's Your Reaction?






