აქტივისტი ნინო დათაშვილი სისხლის სამართლის წესით დააკავეს – შსს მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში სდებს ბრალს

აქტივისტი ნინო დათაშვილი სისხლის სამართლის წესით დააკავეს – შსს მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში სდებს ბრალს  “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების […]

ივნ. 20, 2025 - 14:27
 0
აქტივისტი ნინო დათაშვილი სისხლის სამართლის წესით დააკავეს – შსს მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში სდებს ბრალს
აქტივისტი ნინო დათაშვილი სისხლის სამართლის წესით დააკავეს – მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში სდებს ბრალს
 “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს” | ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მოხდა. სასამართლოს ბადრაგებმა დერეფანში შეკრებილი მოქალაქეების გარეთ გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევენ ბადრაგები ნონო დათაშვილსაც.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow