აქცია ბათუმის მერიასთან და პასუხი მოქალაქეებს

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია ეიჩ გრუპი 466 მობინადრეს ატყუებს. მოქალაქეებს 2022 წელს ჩასაბარებელი ბინები კვლავაც არ მიუღიათ. აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მშენებლობის ნებართვის ვადები არ გაუგრძელონ მშენებელს. მობინადრეებმა შესაბამისი განცხადებით ბათუმის მერიას, მუნიციპალურ ინსპექციას და აჭარის მთვარობას მიმართეს. ამბობენ, რომ აბუსერიძის 67/71 ნომერში 28 სართულიანი სახლის თაობაზე ფინანსურ პოლიციაშიც შეიტანეს განაცხადი. პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან. ბინაში ამ ეტაპზე არაა შეყვანილი კომუნიკაციები, არაა ლიფტი და წყალი. აღსანიშნავია, რომ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ნებართვა წლის ბოლომდე აქვს, მაგრამ ბინების მესაკუთრეები  ამბობენ ვერც ამ ვადებში ჩაეტევიან. ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას, მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა ტბელ აბუსერიძის ქ. #67-71-ში მშენებარე კორპუსის მობინადრეებს. მერიის კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი რეაგირების მიზნით მოხდება საკითხის შესწავლა. რაც შეეხება მშენებლობას, პროექტის დარღვევაზე კომპანიის მიმართ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს შესაბამისი წარმოება.

აგვ. 5, 2025 - 23:27
 0
აქცია ბათუმის მერიასთან და პასუხი მოქალაქეებს

საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანია ეიჩ გრუპი 466 მობინადრეს ატყუებს.

მოქალაქეებს 2022 წელს ჩასაბარებელი ბინები კვლავაც არ მიუღიათ. აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მშენებლობის ნებართვის ვადები არ გაუგრძელონ მშენებელს.

მობინადრეებმა შესაბამისი განცხადებით ბათუმის მერიას, მუნიციპალურ ინსპექციას და აჭარის მთვარობას მიმართეს.

ამბობენ, რომ აბუსერიძის 67/71 ნომერში 28 სართულიანი სახლის თაობაზე ფინანსურ პოლიციაშიც შეიტანეს განაცხადი. პასუხს კი ამ დრომდე ელოდებიან.

ბინაში ამ ეტაპზე არაა შეყვანილი კომუნიკაციები, არაა ლიფტი და წყალი. აღსანიშნავია, რომ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ნებართვა წლის ბოლომდე აქვს, მაგრამ ბინების მესაკუთრეები  ამბობენ ვერც ამ ვადებში ჩაეტევიან.

ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას, მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა ტბელ აბუსერიძის ქ. #67-71-ში მშენებარე კორპუსის მობინადრეებს.

მერიის კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი რეაგირების მიზნით მოხდება საკითხის შესწავლა.

რაც შეეხება მშენებლობას, პროექტის დარღვევაზე კომპანიის მიმართ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს შესაბამისი წარმოება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow