აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, 13 წლის შემდეგ დაბრუნებულიყო სასამართლო დარბაზში და ამის მიზეზი, კი მისი თქმით, დაკავებულების სიმტკიცე და თავისუფლებაა. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წარედგინათ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

აგვ. 26, 2025 - 13:27
 0
აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, 13 წლის შემდეგ დაბრუნებულიყო სასამართლო დარბაზში და ამის მიზეზი, კი მისი თქმით, დაკავებულების სიმტკიცე და თავისუფლებაა. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წარედგინათ.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow