აქციებისას დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი გამოაცხადა – დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. სხდომაზე დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს: დავით ლომიძე: “ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიზილოს ჩვენი საქმე […] The post აქციებისას დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ appeared first on .

აგვ. 8, 2025 - 16:57
 0
აქციებისას დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი გამოაცხადა – დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

სხდომაზე დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს:

დავით ლომიძე: “ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიზილოს ჩვენი საქმე და გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი, მე თავს ვთვლი უდანაშაულოდ”.

თემურ ზასოხაშვილი: “მეც ანალოგიურად”.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს.

მათ ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ – პოლიციელებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.(პუბლიკა)

The post აქციებისას დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow