აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებისთვის ემზადებიან

ჩინეთი მოლაპარაკებაზე დათანხმდა და უახლოეს მომავალში აშშ-ის და ჩინეთის მთავრობები ახალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, – ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იუწყება. ტრამპი ამას მისი ადმინისტრაციის გატარებული სატარიფო პოლიტიკის დამსახურებად მიიჩნევს და ამბობს, რომ სავაჭრო შეთანხმება არსებული ბარიერების შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული და ის აშშ-ის ეკონომიკას უდიდეს სარგებელს მოუტანს. აშშ-ჩინეთის სატარიფო შეთანხმების დეტალები ჯერ არ […]

აპრ. 19, 2025 - 11:27
 0
აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებისთვის ემზადებიან

ჩინეთი მოლაპარაკებაზე დათანხმდა და უახლოეს მომავალში -ის და ჩინეთის მთავრობები ახალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, – ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი იუწყება. ტრამპი ამას მისი ადმინისტრაციის გატარებული სატარიფო პოლიტიკის დამსახურებად მიიჩნევს და ამბობს, რომ სავაჭრო შეთანხმება არსებული ბარიერების შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული და ის აშშ-ის ეკონომიკას უდიდეს სარგებელს მოუტანს.
აშშ-ჩინეთის სატარიფო შეთანხმების დეტალები ჯერ არ საჯაროვდება, რადგან ეს ამ ეტაპზე კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მხარეები ტარიფების შემსუბუქებაზე, სავაჭრო ბარიერების შერბილებაზე და ვაჭრობის გამარტივებაზე შეთანხმდებიან. ეს ორივე ქვეყნისათვის ბევრად მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე ტრამპის წამოწყებულ სავაჭრო ომში ჩართვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow