აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მაღალი წოდების სამხედროების შემცირებას აპირებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლესი რანგის ოფიცრების შემცირების განკარგულება გამოსცა, როგორც Bloomberg-ი წერს, ეს პოტენციურად გამოიწვევს კონგრესთან დაპირისპირებას, რომელმაც ეს ცვლილება უნდა დაამტკიცოს. ორშაბათს გამოქვეყნებულ მემორანდუმის თანახმად გათვალისწინებულია აქტიურ სამხედრო სამსახურში მყოფი ოთხვარსკვლავიანი ჩინოსნების 20%-ით, ეროვნული გვარდიის ყველა ოფიცრის 20%-ით და გენერლებისა და ადმირალების კიდევ მინიმუმ 10%-ით შემცირება. „მეტი გენერალი და […]

მაი. 6, 2025 - 09:57
 0
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მაღალი წოდების სამხედროების შემცირებას აპირებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა -ის სამხედრო ძალების უმაღლესი რანგის ოფიცრების შემცირების განკარგულება გამოსცა, როგორც Bloomberg-ი წერს, ეს პოტენციურად გამოიწვევს კონგრესთან დაპირისპირებას, რომელმაც ეს ცვლილება უნდა დაამტკიცოს.
ორშაბათს გამოქვეყნებულ მემორანდუმის თანახმად გათვალისწინებულია აქტიურ სამხედრო სამსახურში მყოფი ოთხვარსკვლავიანი ჩინოსნების 20%-ით, ეროვნული გვარდიის ყველა ოფიცრის 20%-ით და გენერლებისა და ადმირალების კიდევ მინიმუმ 10%-ით შემცირება.
„მეტი გენერალი და ადმირალი მეტ წარმატებას არ ნიშნავენ“, – განაცხადა ჰეგსეთმა ორშაბათს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც განმარტა, რომ „ეს არ არის მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად” მიმართული ნაბიჯი. მისი განმარტებით, შეთავაზებული ცვლილებები გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით ჩატარებული „სათათბირო პროცესის“ შედეგია და მიზნად ისახავს სამხედროების მზადყოფნისა და ეფექტურობის მაქსიმიზაციას პოტენციური კონფლიქტისთვის.
„ჩვენ ვაპირებთ რესურსების გადანაწილებას გაბერილი შტაბ-ბინებიდან ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე“, – თქვა ჰეგსეთმა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის 12-მილიონიანი შეიარაღებული ძალები იმართებოდა 17 ოთხ და ხუთვარსკვლავიანი ოფიცრით.
„დღეს ჩვენ გვყავს 2.1 მილიონი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 44 ოთხვარსკვლავიანი გენერალი და ადმირალი”, – თქვა მან.
კონგრესის კვლევითი სამსახურის 2024 წლის მარტის ანგარიშით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აშშ-ში სულ 37 ოთხვარსკვლავიანი ოფიცერი იყო.
რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი ერთდროულად რამდენიმე თანამდებობას იკავებს – მაგალითად, აშშ-ის ევროპული სარდლობის უფროსი ასევე არის ნატოს უმაღლესი მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow