აშშ-ს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების არაოფიციალურად აღიარება სურს
გამოცემა „აქსიოსი“, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმება უკვე შეიმუშავა. დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის თითქმის მთელი ოკუპირებული ტერიტორიის არაოფიციალურ აღიარებას, რომელსაც რუსეთი ომის დაწყებიდან აკონტროლებს. შეთანხმების პროექტი ვაშინგტონმა გასულ კვირას წარადგინა და, წყაროების თანახმად, აშშ-ს ხელისუფლება ოფიციალურ პასუხს ოთხშაბათისთვის ელოდება. აშშ-ს გეგმის თანახმად, ვაშინგტონმა 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს, ხოლო […]


გამოცემა „აქსიოსი“, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმება უკვე შეიმუშავა. დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის თითქმის მთელი ოკუპირებული ტერიტორიის არაოფიციალურ აღიარებას, რომელსაც რუსეთი ომის დაწყებიდან აკონტროლებს.
შეთანხმების პროექტი ვაშინგტონმა გასულ კვირას წარადგინა და, წყაროების თანახმად, აშშ-ს ხელისუფლება ოფიციალურ პასუხს ოთხშაბათისთვის ელოდება.
აშშ-ს გეგმის თანახმად, ვაშინგტონმა 2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს, ხოლო ხარკოვის ოკუპირებული რეგიონის მცირე ნაწილი უკრაინას დაუბრუნდება.
ჩარჩო-შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ასპექტია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი: მართალია, ატომური ჰესი უკრაინის ტერიტორიულ საკუთრებად ცხადდება, მაგრამ ის აშშ-ს მმართველობის ქვეშ იქნება და ელექტროენერგიას მიაწვდის როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს.
ამ გეგმამ უკვე გამოიწვია შეშფოთება და სკეპტიციზმი, რადგან ის შეიძლება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის დე-ფაქტო აღიარებად ჩაითვალოს, რაც დასავლეთს ახალი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენებს.
წყარო: 1 არხი
What's Your Reaction?






