აშშ-ს წამყვანი სასწავლებლები ტრამპის წინააღმდეგ ფარულ გაერთანებებს ქმნიან – The Wall Street Journal
აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა შექმნეს ფარული ჯგუფი, რათა ერთად წინააღმდეგობა გაუწიონ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც აზიანებს უმაღლეს განათლებას. ამის შესახებ წერს აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ფარული ჯგუფები შექმნეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, აღნიშნულ ჯგუფში დაახლოებით ათი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი შედის, მათ შორის რამდენიმე „აივის ლიგიდან“ […]


აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა შექმნეს ფარული ჯგუფი, რათა ერთად წინააღმდეგობა გაუწიონ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, რომელიც აზიანებს უმაღლეს განათლებას. ამის შესახებ წერს
აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ფარული ჯგუფები შექმნეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, აღნიშნულ ჯგუფში დაახლოებით ათი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი შედის, მათ შორის რამდენიმე „აივის ლიგიდან“ (საუკეთესო უნივერსიტეტები, მაგალითად ჰარვარდი, იელი და სხვ.), ასევე, ცნობილი კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც, ძირითადად იმ შტატებიდან, სადაც დემოკრატები ლიდერობენ.
რექტორები თვლიან, ტომ ტრამპი სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსებას და აკადემიურ თავისუფლებას ებრძვის.
ცნობისთვის, ტრამპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის ჰარვარდის კონფლიქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2023–2024 წლებში ჰარვარდის კამპუსში გაიმართა პროტესტი ისრაელის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ. ჰარვარდის ებრაელმა სტუდენტებმა უჩივლეს უნივერსიტეტს ანტისემიტიზმის გავრცელების გამო, რის შემდეგაც ჰარვარდის რექტორი კლოდინ გეი გადადგა.
2025 წლის აპრილში ტრამპმა მოითხოვა ჰარვარდისთვის ფედერალური დაფინანსების შეწყვეტა და გააკრიტიკა უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომ ისინი „რადიკალები და უსარგებლო ადამიანები არიან“.
მალევე კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო პროცესი, რათა ჰარვარდს არაკომერციული სტატუსი მოეხსნას, რაც ფინანსურ შეღავათებს უკავშირდება. ასევე, უნივერსიტეტს მოსთხოვეს უცხოელი სტუდენტების მონაცემები წარედგინა, მათ შორის პერსონალური ინფორმაციების.
საპასუხოდ, ჰარვარდის ახალმა პრეზიდენტმა, ალან გარბერმა, საჯაროდ თქვა, რომ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს და სასამართლოში უჩივლა აშშ-ის ხელისუფლებას.
ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, თუ ჰარვარდი სახელმწიფოს მოთხოვნებს არ შეასრულებს, უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალება.
What's Your Reaction?






