აშშ-სა და საქართველოს დღეს ერთი მტერი ჰყავს – „დიფ სთეითი“
აშშ-სა და საქართველოს დღეს ერთი მტერი ჰყავს – „დიფ სთეითი“ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მოგვცა საუკეთესო ტესტი, როგორ ამოვიცნოთ „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტი და სასარგებლო იდიოტი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში. პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას – მაშინ, როდესაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება […]


აშშ-სა და საქართველოს დღეს ერთი მტერი ჰყავს – „დიფ სთეითი“
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მოგვცა საუკეთესო ტესტი, როგორ ამოვიცნოთ „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტი და სასარგებლო იდიოტი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას – მაშინ, როდესაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება რუსული კონსპირაციით ალქაჯების დევნა, ამას მოყვა მისი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი სოციალურ ქსელში „დადასტურდა, რომ სინამდვილეში, არანაირი „ნაცური“ თუ „ენჯეოშნიკური“ პროპაგანდა არ არსებობს და ისინი მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული, ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან“, როგორ უნდა დაიცვას ასეთ ვითარებაში თავი საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
„ვინც კი ახსენებს რუსული, პრორუსული, არა რუსული, ეს არის ტესტი; მოსახლეობა როგორც კი ამ სიტყვებს გაიგებთ, იქვე ეჭვი აიღეთ, რომ ეს ადამიანი არის ან „დიფ სთეითის“ პროპაგანდის აგენტი, ან სასარგებლო იდიოტი, რომელიც ამ პროპაგანდას ავრცელებს“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ტრამპის 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შესახებ ისაუბრა.
„ერთი მაგალითი დღესაც მოგიყვანეთ, როდესაც ეკლესიაზე მიიტანა შეტევა ერთ-ერთმა „ენჯეომ“. ყველას გავახსენებ, სალომე ზურაბიშვილი თავის ინტერვიუში, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს, არჩევნების შემდეგ, როგორ ამბობდა ტრამპის არჩევნებზე ზუსტად ამ ნარატივს, რომელიც დღეს ამხილა აშშ-მა, რომ 2016 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა რუსეთის ჩარევით და საქართველოშიც შესაბამისად. ჟურნალისტმა მტკიცებულებების შესახებ რომ ჰკითხა, მტკიცებულებების საიდან უნდა მქონდეს, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტიაო. აი, ასე არის, მარტივი ტესტია, როგორც კი გაიგებთ რუსული, პრორუსული არარუსული და ასე შემდეგ, ჩათვალეთ, ასპროცენტიანი გარანტიით ან არიან სასარგებლო იდიოტები „დიფ სთეითის“ პროპაგანდის, ან პირდაპირ „დიფ სთეითის“ დაქირავებული პროპაგანდისტები, როგორც ამას ბევრი „ენჯეო“ ამხელს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, რა შესაძლებლობებისთვის არის გაჩენილი სივრცე, რომ მართლაც გადაიტვირთოს ურთიერთობა აშშ-თან, რადგან საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ „აშშ-ის ელჩის გადაყენება, ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია და მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, განვაახლოთ სტრატეგიული ურთიერთობა“, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აგრემანი მისცა საქართველოს წარდგენილ ელჩს, თამარ ტალიაშვილს და ეს უკვე არის პოზიტიური ნიშანი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო.
„ამ დღეებში საქართველოს ელჩი თავის რწმუნებათა სიგელს გადასცემს ამერიკის პრეზიდენტს. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ამით შესაძლებლობა იქნება, მოხდეს გადატვირთვა ამ ურთიერთობების. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ს და საქართველოს დღეს ჰყავს ერთი მტერი „დიფ სთეითი“. ვიცით „დიფ სთეითის“ ანატომია, ვიცით მისი მეთოდებიც და ვიცით მისი მიზნებიც. ეს არის ორივე ქვეყნის საერთო მტერი და ახლა ჩვენ ხელშია, ეს მტერი დავამარცხოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
What's Your Reaction?






