აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი

აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი „ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია – აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. […]

მაი. 28, 2025 - 15:27
 0

აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი
„ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია – უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საელჩოს განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, ივანიშვილი თავად უპასუხებს.
„მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ურთიერთობები, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულია რამდენიმე თანამდებობის პირი, ასევე, .
„როდესაც სანქცირებულია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თანამდებობის პირი, დასანქცირებულია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო? იმისთვის, რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის მივეცით შესაძლებლობა, რომ იგივე პროცესები წარმართულიყო საქართველოში, რაც მოხდა სთან მიმართებაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის ვერძით და ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. თქვენ ნახეთ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow