აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რისთვისაც მთავრობის თავმჯდომარემ კონსულს მადლობა […]


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რისთვისაც მთავრობის თავმჯდომარემ კონსულს მადლობა გადაუხადა.
ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის.
What's Your Reaction?






