აჭარის ღია პირველობა ველოსპორტში

დღეს ბათუმში დაიწყო აჭარის ღია პირველობა ველოსპორტში, რომელიც სამ ეტაპად, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აჭარის ჩემპიონობისთვის კი 80 ველომრბოლელი იბრძოლებს. შეჯიბრება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორისაც გაიმართება. ტურნირში პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად მოყვარული ველომრბოლელები მონაწილეობენ. შეჯიბრების პირველი ეტაპი 40 კილომეტრ დისტანციაზე წრიულ რბოლას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი უკვე ქობულეთი-მახინჯაური-ქობულეთის მარშრუტზე გაიმართება, მესამე, დასკვნითი ეტაპი კი ისევ წრიულ რბოლას დაეთმობა, რომელიც ქობულეთში ჩატარდება. ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, ასპარეზობა პირველ რიგში, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

მაი. 16, 2025 - 23:57
 0
აჭარის ღია პირველობა ველოსპორტში

დღეს ბათუმში დაიწყო აჭარის ღია პირველობა ველოსპორტში, რომელიც სამ ეტაპად, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აჭარის ჩემპიონობისთვის კი 80 ველომრბოლელი იბრძოლებს.
შეჯიბრება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორისაც გაიმართება. ტურნირში პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად მოყვარული ველომრბოლელები მონაწილეობენ.
შეჯიბრების პირველი ეტაპი 40 კილომეტრ დისტანციაზე წრიულ რბოლას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი უკვე ქობულეთი-მახინჯაური-ქობულეთის მარშრუტზე გაიმართება, მესამე, დასკვნითი ეტაპი კი ისევ წრიულ რბოლას დაეთმობა, რომელიც ქობულეთში ჩატარდება.
ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, ასპარეზობა პირველ რიგში, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow