ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სარჩელი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი”  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში  ბრიფინგი გაიმართა, სადაც  სარჩელის ავტორებმა კანონპროექტის ძალაში შესვლის  შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს. სარჩელით მოთხოვნილია გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ასევე მათი მოქმედების შეჩერება.  სარჩელის ავტორების განმარტებით, კანონპროექტი რეპრესიულია  და მისი ამოქმედება  საფრთხეს უქმნის ორგანიზაციებისა და ინდივიდების საქმიანობას. საიას ხელმძღვანელის განცხადებით, ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული  ფარას ანალოგი, ის ებრძვის დამოუკიდებელ მედიას   და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უმოკლეს ვადაში უნდა განიხილოს.  საკონსტიტუციო სასამართლოს „სტუდია მონიტორმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და საქართველოს ამბებმა 15 მაისს მიმართეს.

მაი. 22, 2025 - 18:27
 0
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სარჩელი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი”  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში  ბრიფინგი გაიმართა, სადაც  სარჩელის ავტორებმა კანონპროექტის ძალაში შესვლის  შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

სარჩელით მოთხოვნილია გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ასევე მათი მოქმედების შეჩერება. 

სარჩელის ავტორების განმარტებით, კანონპროექტი რეპრესიულია  და მისი ამოქმედება  საფრთხეს უქმნის ორგანიზაციებისა და ინდივიდების საქმიანობას. საიას ხელმძღვანელის განცხადებით, ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული  ფარას ანალოგი, ის ებრძვის დამოუკიდებელ მედიას   და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უმოკლეს ვადაში უნდა განიხილოს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს „სტუდია მონიტორმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და საქართველოს ამბებმა 15 მაისს მიმართეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow