“ახალი ბაღები არ შენდება ინტენსიურად” – რა გამოწვევებია თხილის სექტორში?
“ახალი ბაღები არ შენდება ინტენსიურად”, – ამის შესახებ თხილის საწარმო “აგრითრეიდის” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა. „სამწუხარო რეალობაა, რომ მზარდი ახალი ბაღების შენების ტენდენცია არ გვაქვს. ბოლო 9 წელიწადში, დაახლოებით 1200 ჰა-მდე ახალი ბაღი შენდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა არ არის დამაკმაყოფილებელი“, – […]


“ახალი ბაღები არ შენდება ინტენსიურად”, – ამის შესახებ თხილის საწარმო “აგრითრეიდის” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
„სამწუხარო რეალობაა, რომ მზარდი ახალი ბაღების შენების ტენდენცია არ გვაქვს. ბოლო 9 წელიწადში, დაახლოებით 1200 ჰა-მდე ახალი ბაღი შენდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა არ არის დამაკმაყოფილებელი“, – აღნიშნა სალუქვაძემ.
მისი თქმით, ქართული თხილის სექტორს აქვს სრული პოტენციალი ზრდისთვის, თუმცა ამ პოტენციალის რეალიზებას საჭიროებს ადგილობრივი ნედლეულის რაოდენობის ზრდა.
„რაც უფრო მეტად გაშენდება ახალი, ტექნოლოგიურად აღჭურვილი და კომერციულად ძლიერი ბაღები, მით უფრო გაიზრდება პროდუქციის მოცულობა და ხარისხი. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი მოსავალი დავაბინავოთ და ვიპოვოთ ახალი ბაზრები“, – აცხადებს სალუქვაძე.
მისი თქმით, დღეს საქართველო კონკურენციაში აგებს სხვა მწარმოებელ ქვეყნებს, რომლებიც დინამიკურად ზრდიან წარმოებას და ავითარებენ სექტორს, მაშინ როცა საქართველოში ბაღების რაოდენობა ერთ დონეზე რჩება.
„ფასები, რომელიც წელს ფერმერებს შევთავაზეთ, იყო მათთვის სარგებლიანი და ვფიქრობ, ეს ბიძგს მისცემს მათ, რომ მეტად მოუარონ ბაღებს და მომავალში უკეთესი მოსავალი მიიღონ. იმედია, ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება და ახალი ბაღების გაშენების სტიმულს შექმნის“, – განაცხადა ბაია სალუქვაძემ.
What's Your Reaction?






