ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში | პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ

Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ – Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს. ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო […]

მაი. 6, 2025 - 13:57
 0
ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში | პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ

Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ – |Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს.
ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე – გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები.
„Mastercard-ში ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არამხოლოდ გადახდის ინსტრუმენტებს სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ ემსახურება ცხოვრების სტილის ამაღლებას. Top|Card Black Edition სწორედ ამ იდეას გამოხატავს — ესაა ბარათი, რომელიც გაძლევთ წვდომას პრემიუმ გამოცდილებებზე, დაუვიწყარ თავგადასავლებსა და შეუფასებელ მომენტებზე“ – დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.
“ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, პრემიალური სეგმენტისთვის სერვისებისა და პროდუქტების განვითარება, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ Mastercard-თან პარტნიორობით, სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ World Black Edition ბარათით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ პროდუქტის დანერგვაში ჩართულ ყველა გუნდს” – ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი
„მოხარულები ვართ, რომ სწორედ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები შეძლებენ World Black Edition-ის პირველად გამოყენებას. Top|Card Black Edition-ის მფლობელებისთვის, მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი შეთავაზებები, სამოგზაურო ბენეფიტები, სპეციალური კამპანიები და რა თქმა უნდა, საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილება, რომლითაც სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ. – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბარათით სარგებლობისას ხელმისაწვდომი იქნება Mastercard World Black Edition-ის მუდმივი სამოგზაურო უპირატესობები:

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow