ახალი ვარიანტი - დავითაშვილის წაყვანას მორიგი ფრანგული კლუბი ცდილობს

დავითაშვილის დამატებას რენიც ეცდება, რომელსაც ქართველი ვინგერის შესაძენად 10 მილიონი ევროს გამოყოფა მოუწევს

ივნ. 13, 2025 - 00:27
 0
ახალი ვარიანტი - დავითაშვილის წაყვანას მორიგი ფრანგული კლუბი ცდილობს
როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი ლიგა 2-ში დაქვეითდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ახალი სეზონი კვლავ იგივე კლუბში დაიწყოს.

ბოლო ინფორმაციით, ზურიკოს დასამატებლად მზადყოფნა სტრასბურგმა გამოთქვა, რომელიც იქითა სეზონიდან კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

გარდა ამისა, ახლახანს დაიწერა, რომ დავითაშვილის დამატებას რენიც ეცდება, რომელსაც ქართველი ვინგერის შესაძენად 10 მილიონი ევროს გამოყოფა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილისთვის გასული სეზონის ლიგა 1 შესანიშნავი გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯამში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow