ახალი სკვერები კახაბრის დასახლებაში

კახაბრის ქუჩის 28 ნომერში სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. ტერიტორიაზე  დაიგო მწვანე კორდი, მოწესრიგდა ბორდიური, დამონტაჟდა გარეგანათების ბოძები, ატრაქციონი და ტრენაჟორები. მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოეწყობა კაუჩუკის საფარი და დაიგება ასფალტი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე ჭები და მილები. გარკვეულ მონაკვეთებზე დაისხა ბეტონის საფარი, სადაც ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორი და ატრაქციონი. იგეგმება დამატებით კიდევ ერთი ატრაქციონის განთავსება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო  ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე.  

ივლ. 9, 2025 - 13:27
 0
ახალი სკვერები კახაბრის დასახლებაში

კახაბრის ქუჩის 28 ნომერში სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება. ტერიტორიაზე  დაიგო მწვანე კორდი, მოწესრიგდა ბორდიური, დამონტაჟდა გარეგანათების ბოძები, ატრაქციონი და ტრენაჟორები.

მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოეწყობა კაუჩუკის საფარი და დაიგება ასფალტი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე ჭები და მილები.

გარკვეულ მონაკვეთებზე დაისხა ბეტონის საფარი, სადაც ასევე დამონტაჟდა ტრენაჟორი და ატრაქციონი. იგეგმება დამატებით კიდევ ერთი ატრაქციონის განთავსება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო  ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე.  

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow