ახალი ციკლი, იგივე სცენარი - იბერია ჩემპიონთა ლიგაზე მალმიოსთან დამარცხდა

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური შეხვედრა, სადაც იბერია მალმიოს მასპინძლობდა

ივლ. 8, 2025 - 22:27
 0
ახალი ციკლი, იგივე სცენარი - იბერია ჩემპიონთა ლიგაზე მალმიოსთან დამარცხდა
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური შეხვედრა, სადაც იბერია მალმიოს მასპინძლობდა.

აღნიშნული შეხვედრის უპირობო ფავორიტი ჩვენი სტუმარი გუნდი იყო და შვედებმა მოლოდინები საკმაოდ იოლადაც გაამართლეს, - 1:3.

ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი მატჩის 86-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა, ანეს რუსევიჩმა გაიტანა, რის ხარჯზეც შვედეთში იბერია ორბურთიანი ჩამორჩენით გაემგზავრება.

ცნობისთვის, მალმიოსა და იბერიას განმეორებითი დაპირისპირება 1 კვირაში, 15 ივლისს შედგება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow