"ახლახან სამი თვის ბავშვი გადაარჩინეს, ბალისტიკურ რაკეტებს გვესვრიან...”- რას ყვება ისრაელიდან მიშელ გურიელაშვილი
ისრაელში მიმდინარე მძიმე მოვლენების ფონზე, მომღერალ მიშელ გურიელაშვილთან, რომელიც საქართველოში კარგად ცნობილი მომღერლის, კაკული გურიელაშვილის შვილია ambebi.ge- საუბრობს მიშელი ოჯახთან ერთად აშკელონში ცხოვრობს და თავადაც წარმატებით მოღვაწეობს როგორც მომღერალი.საუბრისას, მიშელმა ამომწურავად ისაუბრა ისრაელში არსებულ უაღრესად დაძაბულ ვითარებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა ისრაელის მოსახლეობის სიმტკიცე და ერთიანობა მტრის წინაშე, მიუხედავად მუდმივი ბალისტიკური რაკეტების შეტევებისა და მოსახლეობისთვის შექმნილი საფრთხეებისა.ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ყოველდღიურობა თავშესაფრებში, ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა და საკუთარი მიწის დაცვის ურყევი ნება.- მიშელ, რა მდგომარეობაა ახლა თქვენთან, როგორ ხართ?- ყველა სახლებში ვართ, ძალიან დაძაბული სიტუაციაა, ბალისტიკურ რაკეტებს გვესვრიან, ურთულესი სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ მკაცრად ვდგავართ როგორც ერი მტრის წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ ეს აიათოლები უნდა დამთავრდნენ. მარტო ისრაელისთვის არ არის საშიშროება, მსოფლიოსთვისაც ასეა. რომ გამოფხიზლდებიან და მიხვდებიან მთელი მსოფლიოსთვის საშიშია, მერე მიხვდებიან და ჩაერევიან. როგორც ნაციზმს მოერივნენ, ისე ამათ უნდა მოვერიოთ. არ შეიძლება რომ სახელმწიფოები დაიპყრონ, იმის გამო, რომ სძულთ ებრაელები.როგორია სულ შიშში ცხოვრება...- ჩვენ არაფრის შიში არ გვაქვს, იმიტომ რომ ღმერთის ხელში ვართ. გამოსადენი სისხლი, უნდა გამოვიდინოთ, არ შეიძლება ეს რომ შვილებზე და შვილთაშვილებზე გადავიდეს. 50 წელია, რაც ეს ქვეყანა ომშია. ბავშვებს ისეთი მომავალი უნდა გავუკეთოთ, რომ მშვიდად იცხოვრონ. ჩვენ მშვიდი და წყნარი ცხოვრება გვინდა.- ნებისმიერ ქვეყანას, სადაც ომია ჰყავს დევნილები. ისრაელს არასოდეს არ ჰყავს დევნილები, არასოდეს ფიქრობთ ქვეყნის დატოვებაზე?- ჩვენ სხვა სახელმწიფო არ გვაქვს. სადაც არ ვყოფილვართ ისტორიის მანძილზე, ყველა ქვეყნიდან გაგვაძევეს. ერთადერთი საქართველოს ვეფერებით და გვიყვარს უზომოდ, ჩვენი სიყვარულია, იმიტომ რომ საქართველოდან გამოგვაცილეს, ჩვენ მოვდიოდით, რომ სახელმწიფო აგვეშენებინა. აქედან წამსვლელი არავინ არ ვართ, არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, სულ რომ მთელი მსოფლიო წამოვიდეს ჩვენს წინააღმდეგ. არც ბავშვებს მოვკიდებთ ხელს და არც ბარგს, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენს სამშობლოში. ღვთის წყალობით უძლიერესი სახელმწიფო ვართ, რაც გასაკეთებელია გავაკეთებთ, მთავრობას მხარში დავუდგებით და გავაკეთებთ რაც საჭიროა.წყარო: ambebi.ge

საუბრისას, მიშელმა ამომწურავად ისაუბრა ისრაელში არსებულ უაღრესად დაძაბულ ვითარებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა ისრაელის მოსახლეობის სიმტკიცე და ერთიანობა მტრის წინაშე, მიუხედავად მუდმივი ბალისტიკური რაკეტების შეტევებისა და მოსახლეობისთვის შექმნილი საფრთხეებისა.
ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ყოველდღიურობა თავშესაფრებში, ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა და საკუთარი მიწის დაცვის ურყევი ნება.
- მიშელ, რა მდგომარეობაა ახლა თქვენთან, როგორ ხართ?
- ყველა სახლებში ვართ, ძალიან დაძაბული სიტუაციაა, ბალისტიკურ რაკეტებს გვესვრიან, ურთულესი სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ მკაცრად ვდგავართ როგორც ერი მტრის წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ ეს აიათოლები უნდა დამთავრდნენ. მარტო ისრაელისთვის არ არის საშიშროება, მსოფლიოსთვისაც ასეა. რომ გამოფხიზლდებიან და მიხვდებიან მთელი მსოფლიოსთვის საშიშია, მერე მიხვდებიან და ჩაერევიან. როგორც ნაციზმს მოერივნენ, ისე ამათ უნდა მოვერიოთ. არ შეიძლება რომ სახელმწიფოები დაიპყრონ, იმის გამო, რომ სძულთ ებრაელები.
როგორია სულ შიშში ცხოვრება...
- ჩვენ არაფრის შიში არ გვაქვს, იმიტომ რომ ღმერთის ხელში ვართ. გამოსადენი სისხლი, უნდა გამოვიდინოთ, არ შეიძლება ეს რომ შვილებზე და შვილთაშვილებზე გადავიდეს. 50 წელია, რაც ეს ქვეყანა ომშია. ბავშვებს ისეთი მომავალი უნდა გავუკეთოთ, რომ მშვიდად იცხოვრონ. ჩვენ მშვიდი და წყნარი ცხოვრება გვინდა.
- ნებისმიერ ქვეყანას, სადაც ომია ჰყავს დევნილები. ისრაელს არასოდეს არ ჰყავს დევნილები, არასოდეს ფიქრობთ ქვეყნის დატოვებაზე?
- ჩვენ სხვა სახელმწიფო არ გვაქვს. სადაც არ ვყოფილვართ ისტორიის მანძილზე, ყველა ქვეყნიდან გაგვაძევეს. ერთადერთი საქართველოს ვეფერებით და გვიყვარს უზომოდ, ჩვენი სიყვარულია, იმიტომ რომ საქართველოდან გამოგვაცილეს, ჩვენ მოვდიოდით, რომ სახელმწიფო აგვეშენებინა. აქედან წამსვლელი არავინ არ ვართ, არ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, სულ რომ მთელი მსოფლიო წამოვიდეს ჩვენს წინააღმდეგ. არც ბავშვებს მოვკიდებთ ხელს და არც ბარგს, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენს სამშობლოში. ღვთის წყალობით უძლიერესი სახელმწიფო ვართ, რაც გასაკეთებელია გავაკეთებთ, მთავრობას მხარში დავუდგებით და გავაკეთებთ რაც საჭიროა.
წყარო: ambebi.ge
What's Your Reaction?






