ახმეტაში მომხდარ ავტოავარიას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა - რას ჰყვებიან თვითმხილველები
ახმეტაში მომხდარი ავარიის დროს, ავტომობილის მძღოლი, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი, გიორგი მამუკელაშვილი გარდაიცვალა.თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რესტორან "ბექას მარნის" მიმდებარედ, განათების ბოძს შეეჯახა.ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.მსუბუქად დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ორი ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რესტორან "ბექას მარნის" მიმდებარედ, განათების ბოძს შეეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მსუბუქად დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ორი ადამიანი.
What's Your Reaction?






