“ბავშვებს პარავენ მორფს” – კობახიძე, 2025 წელი, თბილისი

ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან, გიორგი ახობაძეზეც ისაუბრა და უცნაური განცხადება გააკეთა: „ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის, სწორედ, მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. […] The post “ბავშვებს პარავენ მორფს” – კობახიძე, 2025 წელი, თბილისი appeared first on .

აგვ. 8, 2025 - 00:57
 0
“ბავშვებს პარავენ მორფს” – კობახიძე, 2025 წელი, თბილისი
ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან, გიორგი ახობაძეზეც ისაუბრა და უცნაური განცხადება გააკეთა:
„ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო 20 ადამიანია დაკავებული, არის, სწორედ, მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ 100 %-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1 %-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. როცა იცის, რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი, მოიხმარს, ასაღებს ნარკოტიკებს და ა.შ. მაშინაც კი, თუ არ არის 100 %-იანი მტკიცებულებები, სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი. მე არ მინდა, გვარებში შევიდე, არც ერთ გვარს არ ვეხები. ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ, ამის გამო გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. საუბარია 100 %-იანი მტკიცებულების სტანდარტზე. მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს, ეს არის ჩემი რჩევა.”
ცნობისთვის, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გიორგი ახობაძეს “ალფა-პვპ” ჰქონდა, თუმცა, მტკიცებულებები არ გააჩნდა. 
შეგახსენებთ, მსგავსი საქმეები, სადაც ადვოკატები ღიად, პროცესზევე აფიქსირებენ, რომ მტკიცებულებები საერთოდ არ არის საქმეში, ან სადაც “მოწმეები” ვერც კი ცნობენ “ბრალდებულებს”, ან სადაც “მოწმეები” ვერც ერთ დაკავებულს ვერ ადებენ ხელს, არაერთია და რაკი, თურმე, სასამართლოს 100–პროცენტიანი მტკიცებულებები სჭირდება და რაკი, “გაახსენდა” სასამართლოს, რომ სადაო გარემოება ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, მაშინ გამოდის, ყველა დაკავებული უნდა გამოუშვან. 

The post “ბავშვებს პარავენ მორფს” – კობახიძე, 2025 წელი, თბილისი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow