ბათუმის სადგურის მიმდებარედ მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა - რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. რკინიგზის ცნობით, მატარებელი მცირეწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. "უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს", - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს რკინიგზა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
რკინიგზის ცნობით, მატარებელი მცირეწლოვანს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
"უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს", - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
What's Your Reaction?






