ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები აქციას მართავენ

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება უკანონო პატიმრებს“, – ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები საპროტესტო აქცია მართავენ. შეკრებილების განცხადებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა იბრძვის და ის უკანონო პატიმრობაში რჩება. „დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემა ხდება სასამართლოში. მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია, ხელისუფლებას მაინც მოუწევს სინდისის […]

მაი. 8, 2025 - 14:27
 0
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები აქციას მართავენ

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება უკანონო პატიმრებს“, – ამ შეძახილებით ს საქალაქო სასამართლოს შენობასთან, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები საპროტესტო აქცია მართავენ.
შეკრებილების განცხადებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისტემა იბრძვის და ის უკანონო პატიმრობაში რჩება.
„დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემა ხდება სასამართლოში. მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია, ხელისუფლებას მაინც მოუწევს სინდისის პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც უკანონო ტყვეობაში ჰყავს”,- ამბობენ შეკრებილები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღეს, შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow