ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება - მერია
ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აქტივობები 11 საათიდან დაიწყება. "11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. ჩატარდება საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით. გაიმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სახეზე მოხატვა. ტერიტორიაზე მოეწყობა ფოტო სტენდები, გარემო მოირთვება ჰელიუმის ბუშტებითა და ალმებით. 1 ივნისს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ცენტრალურ პარკში დელფინარიუმის მიმდებარედ აღინიშნება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აქტივობები 11 საათიდან დაიწყება.
"11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.
ჩატარდება საბავშვო კონცერტი ბათუმში მოქმედი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.
გაიმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სახეზე მოხატვა.
ტერიტორიაზე მოეწყობა ფოტო სტენდები, გარემო მოირთვება ჰელიუმის ბუშტებითა და ალმებით.
1 ივნისს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






