ბათუმში ბარაკული ტიპის დასახლებაში მცხოვრები 19 ოჯახი დახმარებას ითხოვს

ბათუმში, ჭავჭავაძის 77 ნომერში, ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, წლებია რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. როგორც ამბობენ, სიძველისგან დაზიანებულია ფართები და არ აქვთ ბუნებრივი აირი, რადგან დასახლება ბარაკული ტიპისაა. ასევე გვითხრეს, რომ ინვესტორის მოძიება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ტერიტორია იქვე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმის ბალანსზეა და გამიჯვნას ვერ ახერხებენ.  ჩვენ დავუკავშირდით აჭარის კულტურის სამინისტროს ,სადაც განგვიცხადეს რომ ამ ეტაპზე საკითხი განხილვის პროცესშია და მზადდება აზომვითი ნახაზი.

ივნ. 11, 2025 - 19:27
 0
ბათუმში ბარაკული ტიპის დასახლებაში მცხოვრები 19 ოჯახი დახმარებას ითხოვს

ბათუმში, ჭავჭავაძის 77 ნომერში, ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, წლებია რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. როგორც ამბობენ, სიძველისგან დაზიანებულია ფართები და არ აქვთ ბუნებრივი აირი, რადგან დასახლება ბარაკული ტიპისაა. ასევე გვითხრეს, რომ ინვესტორის მოძიება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ტერიტორია იქვე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმის ბალანსზეა და გამიჯვნას ვერ ახერხებენ. 

ჩვენ დავუკავშირდით აჭარის კულტურის სამინისტროს ,სადაც განგვიცხადეს რომ ამ ეტაპზე საკითხი განხილვის პროცესშია და მზადდება აზომვითი ნახაზი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow