ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი
ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში 2-სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში არის გადაყვანილი. ადგილზე აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მივიდა, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას. როგორც აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, კორპუსში 23 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება უსაფრთხო ადგილზე. მინისტრის […] The post ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი appeared first on .

ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში 2-სართულიანი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში არის გადაყვანილი.
ადგილზე აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მივიდა, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას.
როგორც აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, კორპუსში 23 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება უსაფრთხო ადგილზე. მინისტრის თქმით, შენობა ავარიულია.
“დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მათ არაერთხელ შევთავაზეთ შენობის დატოვება. აღნიშნულ მოქალაქეებს სათანადო დახმარებას გავუწევთ. 28 ოჯახი იყო რეგისტრირებული, მაგრამ აქ 23 ოჯახი დაგხვდა, რომელსაც გავიყვანთ. მოქალაქეებს ქირით გაყვანას ვთავაზობთ”, – აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
მოქალაქეების ნაწილი, შენობის დატოვების წინააღმდეგია. ნაწილი კი პირადი ნივთების გამოტანას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
The post ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი appeared first on .
What's Your Reaction?






