ბელიაშვილზე სროლა იყო, უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს — სავარაუდოდ, რესტორნიდან და ტყვია საცხოვრებელი კორპუსის მე-14 და მე-16 სართულებზე შევარდა. არავინ დაშავებულა. “გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, „წისქვილის“ და „თეატრის“ რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა […]

მარ. 10, 2025 - 13:57
 0
ბელიაშვილზე სროლა იყო, უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა.
ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს — სავარაუდოდ, რესტორნიდან და ტყვია საცხოვრებელი კორპუსის მე-14 და მე-16 სართულებზე შევარდა.
არავინ დაშავებულა.
“გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, „წისქვილის“ და „თეატრის“ რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, — განუცხადა „ფორმულას“ მოქალაქემ, რომლის სამზარეულოსაც ტყვია მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
გარეკანის ფოტო: მთავარი არხი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow