ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
სხვადასხვა გერმანული გამოცემის მიხედვით, დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე აბუ იუსუპოვი ბერლინის ერთ-ერთ მატარებლის სადგურზე მოკლეს. წყაროების ცნობით, ეს ამბავი გასულ კვირაში მოხდა. ბერლინის რაიონ გეზუნდბრუნენის მატარებლის სადგურზე მყოფ იუსუპოვს კონფლიქტი მოუვიდა და მკვლელმა მას დანა ყელში ჩაარტყა. 39 წლის იუსუპოვი, რომელიც გერმანიის სახელით ასპარეზობდა, რინგზე დაუმარცხებელი გახლდათ. ბოლო ბრძოლა ჩეჩენმა 2025 წელს, ქართველი გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ […]


სხვადასხვა გერმანული გამოცემის მიხედვით, დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე აბუ იუსუპოვი ბერლინის ერთ-ერთ მატარებლის სადგურზე მოკლეს.
წყაროების ცნობით, ეს ამბავი გასულ კვირაში მოხდა. ბერლინის რაიონ გეზუნდბრუნენის მატარებლის სადგურზე მყოფ იუსუპოვს კონფლიქტი მოუვიდა და მკვლელმა მას დანა ყელში ჩაარტყა.
39 წლის იუსუპოვი, რომელიც გერმანიის სახელით ასპარეზობდა, რინგზე დაუმარცხებელი გახლდათ. ბოლო ბრძოლა ჩეჩენმა 2025 წელს, ქართველი გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! – ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
What's Your Reaction?






