ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი ანდორასთან

ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი ანდორასთან

მაი. 19, 2025 - 01:57
 0
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი ანდორასთან
ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონის საუკეთესო და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 32-ე ტურში ქართველი ფორვარდის ლეიმა კორუნამ ანდორას უმასპინძლა და 91:104 დამარცხდა. ლეიმა კორუნია უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილია, გუნდმა დარჩენის შანსი რეგულარული ჩემპიონარის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დაკარგა. ბექა ბურჯანაძემ 25:57 წუთი ითამაშა და 21 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ბექამ 9-დან 7 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბექა სარგებლიანობის ინდექსმა ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლეს ნიშნულს – 31-ს მიაღწია.

ლეიმა კორუნია 32 ტურში 7 მოგება და 25 მარცხი დაუგროვდა. ბექა ბურჯანაძის გუნდი 14 ქულით ბოლო ადგილზეა. ლეიმა კორუნია დარჩენილ ორ ტურში მურსიასა და ბასკონიას შეხვდება.

gbf.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow