ბექა კობახიძე: რუსების დავალებაა საჩვენებლად დაისაჯონ ურჩები და რუსეთის მოწინააღმდეგეები. კომისიაზე მიხვალ თუ არ მიხვალ, არჩევნებზე გახვალ თუ არ გახვალ, ეს სტრატეგიულ სურათს არ ცვლის მტერთან ურთიერთობაში

“მცირე ანალიზი იმისა თუ რატომ დაიბარეს ვახტანგ გომელაური გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად: 2019 წელს დადგმულმა ჩორჩანას საგუშაგომ რუსებს არ მისცა “მათი რუკების” მიხედვით საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საშუალება. მე რამდენადაც ვიცი, ეს საქმე პირადად გახარიას კონტროლქვეშ იყო და კახა ქემოკლიძე უწევდა ზედამხედველობას. რუსებმა მაშინ გაჭედეს და, როგორც არასდროს ბოლო 13 წლის მანძილზე, ქართულმა მხარემ უკან არ […]

ივნ. 14, 2025 - 20:27
 0
ბექა კობახიძე: რუსების დავალებაა საჩვენებლად დაისაჯონ ურჩები და რუსეთის მოწინააღმდეგეები. კომისიაზე მიხვალ თუ არ მიხვალ, არჩევნებზე გახვალ თუ არ გახვალ, ეს სტრატეგიულ სურათს არ ცვლის მტერთან ურთიერთობაში
“მცირე ანალიზი იმისა თუ რატომ დაიბარეს ვახტანგ გომელაური გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად:
2019 წელს დადგმულმა ჩორჩანას საგუშაგომ რუსებს არ მისცა “მათი რუკების” მიხედვით საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საშუალება. მე რამდენადაც ვიცი, ეს საქმე პირადად გახარიას კონტროლქვეშ იყო და უწევდა ზედამხედველობას.
რუსებმა მაშინ გაჭედეს და, როგორც არასდროს ბოლო 13 წლის მანძილზე, ქართულმა მხარემ უკან არ დაიხია.
2022 წლის შემდეგ სხვა მოცემულობაა. მანამდეც ბევრი ეჭვობდა, მაგრამ როგორც ახლა ირაკლი შაიშმელაშვილმა თქვა რუსები ფიზიკურად სხედან ქართულ უშიშროების სამსახურებში.
რისი გაგრძელებაა გახარიას დაჭერა?
1. სააკაშვილი “ქართველმა ხალხმა” რომ უნდა გაასამართლოს, რასაც ზელენსკისაც ჰპირდებიან მომავალში;
2. ირაკლი ალასანია რომ გააგდეს, თანამშრომლები დაუჭირეს და პირად ცხოვრებაში შეუძვრნენ, რადგან საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყიდვას მოაწერა ხელი;
3. ივანიშვილის განცხადებები: 2003 წელს უცხო ძალამ მოაწყო რევოლუცია; 2008 წელს დასავლეთმა ჩაგვითრია ომში; ბოდიში;
4. ახლა გახარია ჩორჩანას გამო.
ივანიშვილს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ლუკაშენკოზე მეტი თუ არა ნაკლები მორჩილი არ იქნება.
როგორც ევროკავშირში შესასვლელად გჭირდება კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილება (თავისუფალი სასამართლო, კანონის უზენაესობა და ა.შ.), ისე რუსულ სამყაროში სანდო წევრობისთვის რუსეთს უნდა დაუკმაყოფილო კონკრეტული მოთხოვნები: უნდა გქონდეს აწყვეტილი ავტორიტარიზმი, ფიზიკურად ანადგურებდე ს ყველა მოწინააღმდეგეს, თუთიყუშივით იმეორებდე რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს, ძალოვან უწყებებზე სტრატეგიული კონტროლი გადასცე რუსებს, წაახალისო რუსული ენა და კულტურა, ისტორიას შეხედო რუსეთის თვალით.
ამ ბოლო დღეებში გვირგვინით შეამკეს პუშკინის ძეგლი; ნიკოლოზ მჟავანაძეს რუსულად მაუწყებლობის უფლება მისცეს; ისტორიის სახელმძღვანელოებში შეინიშნება რუსეთისადმი კრძალვა; 2021 წელს, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა რუსული ვერსია 1921 წლის ოკუპაციაზე; დევნიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში მოხვდა, როგორც რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაცია; სამი წლის წინ დახურეს კგბ-ს და კომპარტიის არქივები, რათა ისტორიკოსებმა საბჭოთა წარსულის სიბინძურეები არ იკვლიონ.
მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის, ალასანიას, გახარიას და სხვების დასჯა არის რუსეთისგან მიღებული საშინაო დავალება, რომელსაც ივანიშვილი თუ არ შეასრულებს, ვერ გახდება სანდო პარტნიორი. ასრულებს პატიოსნად.
ანალოგიურად, რუსული დავალება იყო ანაკლიის პროექტის განადგურება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რუსეთის გვერდის ავლით დიდ სავაჭრო კარიბჭეს ქმნიდა ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთებისთვის. ასევე, პოტენციურად, მას შეეძლო დიდი სამხედრო გემების მიღება. რუსეთი ამ პროექტის განხორციელებას არ დაუშვებდა და ივანიშვილს დაევალა მისი ჩაშლა.
რუსულ კონფიგურაციაში მთლიანად ზის უკვე საქართველო, მაგრამ მომდევნო წლებში პროცესი ბევრად უფრო ხილული იქნება. რაც უფრო დაიკლებს წინააღმდეგობა, უფრო მოურიდებლად გამოვა მზის შუქზე რუსობა.
სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვასთან ერთად, აქ მინდა გახარიას შეცდომაც აღვნიშნო: როდესაც ყველაფერი ისეა, როგორც ეს ზემოთ აღვწერე, “კომისიაზე” მისვლით ან არ მისვლით შენ ვერ ცვლი და ვერ წყვეტ ივანიშვილი დაგიჭერს თუ არ დაგიჭერს. როგორც არ უნდა ჩაყვე თამაშის წესებში, ზემოთ აღწერილ კომპოზიციაში შენი ადგილი არ არის. რუსების დავალებაა საჩვენებლად დაისაჯონ ურჩები და რუსეთის მოწინააღმდეგეები. კომისიაზე მიხვალ თუ არ მიხვალ, არჩევნებზე გახვალ თუ არ გახვალ, ეს სტრატეგიულ სურათს არ ცვლის მტერთან ურთიერთობაში, ხოლო მოყვარესთან გემართება გაუცხოება,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow