ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი. პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სერიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“. […] The post ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი appeared first on .

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.
პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სერიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.
ღონისძიების განრიგი:
I ნაწილი
18:00 – ღონისძიების გახსნა
18:30 – ბიზნესსაუბრები : „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“
ნიკა ქურდიანი – TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი
18:50 – ბიზნესსაუბრები: „ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე“
გაგა მარგველაშვილი – „თბილღვინოს“ დამფუძნებელი
19:00 – პანელური დისკუსია: „რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?“
გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე
19:50 – ხუთშაბათის შეხვედრები: „სპორტი, როგორც ბიზნესი“
აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, შოთა არველაძე, ბაჩა მალაზონია
II ნაწილი
21:30 – დაჯილდოების ცერემონია
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები – აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
(R)
The post ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი appeared first on .
What's Your Reaction?






