ბიძინა ივანიშვილი და გია კობახიძე – ირაკლი კობახიძე საუკეთესო მრჩეველებს ასახელებს
ირაკლი კობახიძემ ,,იმედზე” განაცხადა: ,,რაც შეეხება ჩვენ საპატიო თავმჯდომარეს, ის თვითონ არის ლიდერი, ამიტომ მრჩევლად მისი მოხსენიება შეიძლება არ იყოს რელევანტური. თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ ამას, რომ საიდან შეიძლებოდა მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა და გარკვეული უნარები, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება. ძალიან დიდ ცოდნას […] The post ბიძინა ივანიშვილი და გია კობახიძე – ირაკლი კობახიძე საუკეთესო მრჩეველებს ასახელებს appeared first on .

ირაკლი კობახიძემ ,,იმედზე” განაცხადა:
,,რაც შეეხება ჩვენ საპატიო თავმჯდომარეს, ის თვითონ არის ლიდერი, ამიტომ მრჩევლად მისი მოხსენიება შეიძლება არ იყოს რელევანტური. თუმცა, თუ იმ კუთხით შევხედავთ ამას, რომ საიდან შეიძლებოდა მიმეღო მე ყველაზე მეტი გამოცდილება და რაღაცების ცოდნა და გარკვეული უნარები, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი და მისი ნაბიჯების დაკვირვება.
ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც აკვირდები იმას თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ურთულეს საკითხებთან დაკავშირებით. ანუ, ვინც სწორად აკვირდება მის საქმიანობას, მას შეუძლია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველ რიგში არის გუნდის ლიდერი, ყველასთვის არის მრჩეველიც იმიტომ, რომ მხოლოდ მისი საქმიანობის დაკვირვებაც არის საკმარისი იმისათვის, რომ შენ ძალიან დიდი ცოდნა შეიძინო. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიდან რჩევებიც. მაქვს ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი-მამაჩემი იყო ჩართული უშუალოდ პოლიტიკაში და მისი მოსმენა არის ძალიან საინტერესო”
The post ბიძინა ივანიშვილი და გია კობახიძე – ირაკლი კობახიძე საუკეთესო მრჩეველებს ასახელებს appeared first on .
What's Your Reaction?






