“ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას” – პაატა მანჯგალაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნებისა” და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ: “ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას. საქართველოს აშორებენ ევროპულ გზას, აშორებენ ამერიკასთან პარტნიორობას და მიათრევენ უკან იმ წარსულში, სადაც კრემლი წყვეტდა, ვინ […] “ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას” – პაატა მანჯგალაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნებისა” და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:
“ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას.
საქართველოს აშორებენ ევროპულ გზას, აშორებენ ამერიკასთან პარტნიორობას და მიათრევენ უკან იმ წარსულში, სადაც კრემლი წყვეტდა, ვინ გადარჩებოდა და ვინ არა.
ეს რეჟიმი იბრძვის არა ქვეყნის, არამედ საკუთარი გადარჩენისთვის.
იჭერენ პოლიტიკოსებს, აუქმებენ პარტიებს, დევნიან ჟურნალისტებს და ასამართლებენ თავისუფალ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხმამაღლა ლაპარაკობენ.
მაგრამ ვერ გაიგეს ერთი რამ: დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის – ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არჩევანი ვერ იქნება ვერც დაპატიმრებული, ვერც გაყიდული.
ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ოპოზიციის – ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მომავლისთვის.
ბრძოლა დაწყებულია და მას მხოლოდ ერთი ფინალი აქვს – ქართველი ხალხის გამარჯვება“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს – ის ებრძვის მის ნებას” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






