“ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი – ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?” – ვარდიაშვილი

ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი: ხარაგაულში, მძიმედ დამეწყრილ ხემაღალში, სადაც მთაზე შეკიდული სოფელი შუაზეა გადახსნილი და ქვედა ნაწილი ყოველდღიურად შორდება ზედას, პირველი სახლი, სადაც დავიძახეთ, სკოლის დირექტორის აღმოჩნდა. მობრძანდით, ბატონო, მობრძანდით – აბა, თავიდან რა იცოდა ჟურნალისტები რომ ვიყავით და ხელგაშლილი გამოქოთქოთდა შუა ხნის იმერელი ქალი. ცალი ხელით თმას იკრავდა, მეორე ხელით გვანიშნებდა, რომ ჭიშკარი შეგვეღო, აჩქარებული […] The post “ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი – ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?” – ვარდიაშვილი appeared first on .

ივლ. 10, 2025 - 02:57
 0
“ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი – ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?” – ვარდიაშვილი

ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი:

ხარაგაულში, მძიმედ დამეწყრილ ხემაღალში, სადაც მთაზე შეკიდული სოფელი შუაზეა გადახსნილი და ქვედა ნაწილი ყოველდღიურად შორდება ზედას, პირველი სახლი, სადაც დავიძახეთ, სკოლის დირექტორის აღმოჩნდა.

მობრძანდით, ბატონო, მობრძანდით – აბა, თავიდან რა იცოდა ჟურნალისტები რომ ვიყავით და ხელგაშლილი გამოქოთქოთდა შუა ხნის იმერელი ქალი. ცალი ხელით თმას იკრავდა, მეორე ხელით გვანიშნებდა, რომ ჭიშკარი შეგვეღო, აჩქარებული ნაბიჯით ჭრიდა ეზოს.

– ჟურნალისტები ვართ, ნაპრალების ნახვა გვინდა, როგორ მივაგნოთ – შუა გზაზევე მივაძახე მე. თითქოს რაღაცამ უკნიდან მოქაჩა, ჩვენი გულღია და მხიარული მასპინძელი ადგილზე გაშეშდა.

– ვერიდები კომენტარებს, სკოლის დირექტორი ვარ და… რაღაცნაირად ისე გულწრფელად გვითხრა, თავი დავუქნიე, გავუღიმე. კომენტარი არ გვინდა, უბრალოდ გზა მიგვასწავლეთ მეთქი.

– აღარაა ისეთი საშიში, აქ, ამ ადგილას არც არაფერია – გვეუბნება – პირდაპირ მის ჭიშკარზე გადის ბეტონის გზის მომცრო ნახეთქი. ზედ ვდგავარ. – მაი აფერი შენიშნავს ჩემს მზერას, პატარავდება კიდეც. – მეწყერზე მეუბნება. ანუ უნდა დავიჯერო რომ მეტრობით ქვემოთ ჩამოწეული სოფელი ზევით ადის.

– მხარში გვიდგია მთელი მთავრობა, ყველა აქაა, გვაქცევენ ყურადღებას, მადლობლები ვართ – აგრძელებს, არაფერი სამდურავი არ გვაქვს, მთავარია მშვიდობა იყოს – ხელისუფლების მთელი მესიჯბოქსი ამოგვილაგა 5 წუთში, არადა უბრალოდ გზის სწავლება გვინდა მთავარ ნაპრალამდე, მეტი არაფერი.

– გასაგებია,მთავრობაზე არ გეკითხებით, სოფელი რა ყოფაშია ეგ გვაინტერესებს, ვამშვიდებთ. ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა. – ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი.”

ზევით იარეთ – ბოლოს გვეუბნება, სულ ზევით და მარცხნივ, მარჯვნივ არ გოუხვიოთ არსად. ბოდიში – კიდევ იმეორებს და სახლისკენ სწრაფად ბრუნდება.

Aleksandre Keshelashvili იყო ჩემთან ერთად და არ მომცემს უფლებას თუნდაც სიტყვა გადავაჭარბო.

ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?!

The post “ბოდიში – გვეუბნება. დგას შუა ეზოში უხერხულად აწურული, რაღაცნაირად დარცხვენილი, შეშინებული, საყვარელი იმერელი ქალი – ეს რა დღეში ჩაგვაგდეს?” – ვარდიაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow